მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა 28 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც პროევროპულმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ (PAS) გაიმარჯვა.

სასამართლოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ (PAS) 55 მანდატი მიიღო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იგორ დოდონის გარშემო შექმნილმა „პატრიოტულმა ბლოკმა“ – 26, „ალტერნატიულმა ბლოკმა“ – 8, ხოლო რენატო უსატიის „ჩვენი პარტია“-მ და პარტიამ „დემოკრატია სახლში“ – 6-6 მანდატი.

კანონის თანახმად, ამის შემდეგ 30 დღის განმავლობაში პრეზიდენტმა პარლამენტი დამფუძნებელი სესიისთვის უნდა მოიწვიოს.

„მოქმედება და სოლიდარობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბიზნესმენ ალექსანდრუ მუნტეანუს წარდგენას გეგმავს, რომელიც ბოლო 20 წელია უკრაინაში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები