აშშ არ თვლის, რომ “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მძევლების ნეშტების წარუდგენლობით დაარღვია
გარდაცვლილ მძევლებთან დაკავშირებული დავის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის ძალებს, შეუძლიათ, განაახლონ ბრძოლა ღაზაში, როგორც კი ამას ტრამპი იტყვის, თუ “ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაიცავს.
თუმცა, ამ ეტაპზე, აშშ არ თვლის, რომ “ჰამასი” არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ყოფილი მძევლების ნეშტის წარუდგენლობით.
ისრაელმა გაერო-ს განუცხადა, რომ “ჰამასის” მიერ მძევლების ნეშტების ნელი გათავისუფლების გამო, ღაზაში დაშვებული ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების მოსალოდნელი რაოდენობა შემცირდება ან გადაიდება.
ჰუმანიტარული ჯგუფები, რომლებიც ღაზაში საჭირო მარაგების მიწოდებას მოითხოვენ, აცხადებენ, რომ დახმარება არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც „ვაჭრობის საგანი“.