აშშ-ის სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება მეცხრედ ვერ შეძლო
ამერიკის სენატორებმა უარყვეს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დროებითი ხარჯების შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად მთავრობის მუშაობის შეჩერება მომდევნო კვირამდე გაგრძელდება.
სენატმა 51 ხმით 44-ის წინააღმდეგ მისცა ხმა წინადადებას, რომელიც მთავრობას ნოემბრის ბოლომდე დააფინანსებდა. მის განსახილველად სამოცი ხმა იყო საჭირო.
მეცხრე მცდელობისას, კანონპროექტის მხარდასაჭერად საკმარისი ხმები ვერ მოიპოვეს. დემოკრატები და რესპუბლიკელები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ხარჯვით პრიორიტეტებსა და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების საკითხებზე.
რესპუბლიკელები შუალედური რეზოლუციის მიღებას ცდილობენ, რომელიც მთავრობის დაფინანსებას დროებით გააგრძელებდა არსებული ბიუჯეტით, ხოლო დემოკრატები მოითხოვენ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დამატებით დაფინანსებას.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დამნაშავეები არიან ის პოლიტიკოსები, ვინც საკუთარ ინტერესებს მოქალაქეების კეთილდღეობაზე წინ აყენებენ“.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობამ მუშაობა პირველი ოქტომბრიდან შეაჩერა. ამის მიზეზი ფედერალური უწყებების დაფინანსების გეგმაზე ამერიკის პრეზიდენტისა და კანონმდებლების შეუთანხმებლობა გახდა
ე.წ. შათდაუნის ფარგლებში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან 4 108 საჯარო მოხელე გაათავისუფლა.