პიტ ჰეგსეტის თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში ავარიულად დაეშვა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის თვითმფრინავი მინაში გაჩენილი ბზარის გამო დიდ ბრიტანეთში ავარიულად დაეშვა.

ჰეგსეტი ბრიუსელში, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ აშშ-ში ბრუნდებოდა.

თვითმფრინავი სტანდარტული პროცედურების დაცვით დაეშვა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი უსაფრთხოდ არის.

მოგვიანებით ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ყველაფერი რიგზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები