ვაზისუბნის პოლიციასთან მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ვაზისუბნის პოლიციასთან მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

ავტომობილში მყოფმა პირებმა გადმოსვლა დროულად შეძლეს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები