“15-მდე დაშავებული პოლიციელია და, შესაბამისად, იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცამ ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის” – ლევან მაჭავარიანი
“ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცამ პრეზიდენტის სასახლის ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის – მე ვიდექი 3-ში იქ და ვქლიბავდი სასახლის ღობეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„ეს სასაცილოა. გადაჭრილი ღობე… მე ვიდექი და ვქლიბავდი სასახლის ღობეს. მე ვიყავი 3-ში ქლიბით ხელში და მთელი ღამე მოვანდომე, მერე მეგობრებიც დავიხმარე, მარტო ვერ მოვერიე და გადავქლიბეთ. იმდენად უტოპიურ შეთქმულების თეორიაში ხართ შესული… ეს არის კომიკური. მე არ ვიცი უკვე, რა მდგომარეობაში იმყოფება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როდესაც ასეთ შეთქმულების თეორიაში არიან შესულები. ჩვენ იქ ვნახეთ დამხობის მცდელობა, შევარდნილი ხალხი, რომელიც ძალადობდა. ჩვენ იქ ვნახეთ ძალიან ცუდი კადრები. 15-მდე დაშავებული პოლიციელია და, შესაბამისად, იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცამ ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.