ლევან მაჭავარიანი: კანონი ყველასთვის კანონია

,,კანონი ყველასთვის კანონია, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, ან კონკრეტულ პროფესიას, კანონი ყველასთვის არის თანასწორი”,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვერანაირი პროფესია ინდულგენცია ვერ იქნება.

„მათ [ოპოზიციას] რომ ჰკითხო, ისინი თითქოს „სამშობლოს დასაცავად“ იყვნენ გამოსულები და გადასარჩენად, რომ ჩვენ ჩელიაბინსკში არ გავიღვიძოთ. ასეთ ბრძოლაში როდესაც არიან შესულები, შემდეგ აპელირება იმაზე, რომ ვიღაცას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფინანსური მდგომარეობა არ უწყობს ხელს და ა.შ. არის სამარცხვინო და ამ სამარცხვინო თეატრში იმყოფება რადიკალური ოპოზიციის ყველაზე უფრო რადიკალური ფრთა. ინდულგენცია ვერ იქნება ვერანაირი პროფესია, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, კანონი ყველასთვის კანონია, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, ან კონკრეტულ პროფესიას, კანონი ყველასთვის არის თანასწორი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები