„წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელის კულუარებიდან და სხვა წყაროებიდან აგრესიული აქციების მხარდაჭერა ხდება, რამაც 4 ოქტომბერს სამწუხარო შემაჯამებელი შედეგი გამოიღო” – წილოსანი

„წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელის კულუარებიდან და სხვა წყაროებიდან აგრესიული, ძალადობრივი აქციების მხარდაჭერა ხდება, რამაც 4 ოქტომბერს სამწუხარო შემაჯამებელი შედეგი გამოიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, მნიშვნელოვანია, ბრიუსელის მაღალჩინოსნებმა დაგმონ და შეფასება გააკეთონ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე.

“არცერთს დაუგმია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა, რაც დემოკრატიის უგულებელყოფაა. პირიქით, მხოლოდ რადიკალიზმში მხარდაჭერას ვხედავდით. თურმე მოძალადეები არიან მსხვერპლები, ხოლო სახელმწიფო მოძალადეა, რომელიც კონსტიტუციას და ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდა. ყველამ კარგად იცის, 4 ოქტომბერს რა მოხდა. ის, რაც გადატრიალება, დამხობაა, რატომღაც მათთვის ხელსაყრელი პროცესია. მოლოდინის რეჟიმში ვართ და იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური წარმომადგენლები ქართულ სახელმწიფოს პატივს სცემენ, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ხელისუფლება თავად აირჩიოს და ხელისუფლების გადატრიალება უცხოეთიდან კარგად მხარდაჭერილმა ჯგუფებმა ვერ მოახერხონ. ვიდრე ბრიუსელი გადატრიალების მცდელობას არ გმობს, მანამდე ლოგიკური ეჭვია, რომ საპირისპიროდ ახალისებენ და ეხმარებიან, რომ საქართველოში გადატრიალება მისაღები ფორმა იყოს. ველოდებით, რომ მათ სახელმწიფოში რაც დაუშვებელია, ამაზე მკაცრი შეფასება ექნებათ საქართველოზეც და საკუთარი დუმილით იმ რადიკალურ მოქმედებებს არ წაახალისებენ, რასაც წლებია, ვუყურებთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები