თენგიზ შარმანაშვილი: მივესალმები, თუ ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოში ჩამოვა
,,რა თქმა უნდა, მივესალმები, თუ ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოში ჩამოვა”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება, ასევე, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომელიც ფაქტებზე სასაუბროდ ჩამოვა.
„მივესალმები, რა თქმა უნდა, თუ ის ჩამოვა საქართველოში და მივესალმებით ნებისმიერ ევრობიუროკრატს, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომლებიც აქ ჩამოვლენ ფაქტებზე და არა აღქმებზე სასაუბროდ. ფაქტებზე სასაუბროდ ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ და ამას არასდროს გავურბივართ. არჩევნები რომ მორჩა და რევოლუციამ რომ ვერ გაიმარჯვა, მეორედ მოსვლა დაიწყო?! არ დაწყებულა, რა თქმა უნდა. ცხოვრება გრძელდება და ჩამოვიდეს. მომავალშიც ჩამოვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ,“ – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ განცხადებით, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა. გავრცელებული ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.