“თამარ ჩერგოლეიშვილმა დაადასტურა, რომ იცოდა და ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ დამხობის ორგანიზებისთვის შეხვედრები იმართებოდა ბაჩო ახალაიასთან სახლში” – ზუკა რურუა
„წარმოუდგენელია სპონტანურად მისვლა და რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაზე შეტევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი – ზუკა რურუა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აცხადებს.
როგორც რურუა განმარტავს, ამას აუცილებლად სჭირდება ორგანიზება.
“სწორედ თამარ ჩერგოლეიშვილმა დაადასტურა, რომ იცოდა და ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ ამ დამხობის ორგანიზებისთვის შეხვედრები იმართებოდა ბაჩო ახალაიასთან სახლში. ამიტომაც დაინტერესდა გამოძიება“, – აღნიშნა რურუამ.