“რაც უნდა შეიცვალოს ევროკავშირის მხრიდან, ეს არის, პირველ რიგში, დამოკიდებულება; ეს დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი” – ბოჭორიშვილი
“რაც უნდა შეიცვალოს ევროკავშირის მხრიდან, ეს არის, პირველ რიგში, დამოკიდებულება”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
„ეს დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორ მხარეს შრის ურთიერთობებზე, რასაც ჩვენ ამ მომენტში ვერ ვხედავთ. დამოკიდებულება ნამდვილად არ არის სამართლიანი საქართველოსთან მიმართებით. უნდა იყოს გაზიარებული ის საჭიროებები, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ეს არის რაღაც ბავშვური გაბუტვის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელმა შესთავაზა ევროკავშირს. დღეს ევროკავშირში არის უფრო მეტი ხალხი, ვინც არ იზიარებს ამას და სულაც არ თვლიან წარმატებულად გაბუტვის პოლიტიკას, როდესაც ბრიუსელი თბილისს არ დაელაპარაკება, ასე ვერაფერს მივაღწევთ.
მე დარწმუნებული ვარ, რაღაც მომენტში ეს შეიცვლება და უნდა შეიცვალოს. ბოლო პერიოდში უფრო გახშირებულია ევროპის ქვეყნებთან დიალოგი, უფრო მეტი ქვეყანა და უფრო მეტი დედაქალაქი გააცნობიერებს იმას, რომ ასეთი ფორმით ქვეყანასთან ურთიერთობა არ შეიძლება და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი დედაქალაქი დასვამს კითხვის ნიშანს ბრიუსელის პოლიტიკის სისწორესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.