ქორეოგრაფი ქეთი თოლორაია: პრემიერს ვეთანხმები სრულად – იმ დროს, როცა გადატრიალება ხდებოდა, იგეგმებოდა სისხლისღვრა და უბედურებას გადავურჩით, ის ევროპული ქვეყნები და ამერიკაც, რომლებიც ადრე თავს უფლებას აძლევდნენ ჩვენთვის ჭკუა დაერიგებინათ, ახლა საეჭვოდ სდუმან – ახლა ყველანაირად ცდილობენ თავიანთი აგენტურის გადარჩენას!
,,პრემიერს ბრიფინგი აქვს, სწორი რამ ითქვა იქ და ვეთანმხები სრულად: “იმ დროს როცა ქვეყანაში გადატრიალება ხდებოდა, იგეგმებოდა სისხლის ღვრა და უდიდეს უბედურებას გადავურჩით ყველა, ის ევროპული ქვეყნები და მათ შორის ამერიკაც რომელიც ადრე თავს უფლებას აძლევდნენ ნებისმიერი რამ შეესწორებინა ჩვენთვის, ჭკუა დაერიგებინა და მოთხოვნები წამოეყენებინა, ახლა საეჭვოდ სდუმან,” – ამის შესახებ ქორეოგრაფი, ქეთი თოლორაია, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიენეა დანიშნული საქართველოზე მომხსენებლად, რითაც ყველაფერია ნათქვამი, ვინაიდან, იუკნევიჩიენე ხელისუფლების დამხობის ღია მხარდამჭერი იყო.
“პრემიერს ბრიფინგი აქვს. სწორი რამ ითქვა იქ და ვეთანმხები სრულად: “იმ დროს როცა ქვეყანაში გადატრიალება ხდებოდა, იგეგმებოდა სისხლის ღვრა და უდიდეს უბედურებას გადავურჩით ყველა, ის ევროპული ქვეყნები და მათ შორის ამერიკაც, რომლებიც ადრე თავს უფლებას აძლევდნენ, ნებისმიერი რამ შეესწორებინათ ჩვენთვის, ჭკუა დაერიგებინათ და მოთხოვნები წამოეყენებინათ, ახლა საეჭვოდ სდუმან. ხოლო ევროპის ზოგიერთი სტრუქტურიდან კეთდება პირიქით, ძალადობის წახალისება და დაკავებულებს ეძახიან მშვიდობიან მომიტინგეებს და პოლიტპატიმრებს რაც აბსურდია. ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ მომავალში მათ განცხადებებს ქართველი ხალხისთვის არანაირი ფასი არ აქვს, იმიტომ, რომ ისინი არიან მიკერძოებულები და სურთ საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა”. ევროპარლამენტში რასა უკნეჩივენე ჰყავთ დანიშნული საქართველოზე მომხსენებლად, რომელიც დამხობის აქციას ღიად უჭერდა მხარს თავისი განცხადებებით, ამით ყველაფერია ნათქვამი! ახლა ყველანაირად ცდილობენ თავიანთი აგენტურის გადარჩენას! “ტვ პირველის” ჟურნალისტი თავის ამპლუაშია, პრემიერმა დისკუსიაში საკადრისი ადგილი მიუჩინა!” – წერს თოლორაია Facebook-ზე.