რაქვიაშვილი – 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებზე: გამოდიხარ ტრიბუნიდან, ხედავ, რომ თავისუფლების მოედანი ვერც კი აავსე, ბოდიში ხომ უნდა მოიხადო ხალხთან?
“გამოდიხარ ტრიბუნიდან, ხედავ, რომ თავისუფლების მოედანი ვერც კი აავსე, ცარიელია – მესამედია… ბოდიში ხომ უნდა მოიხადო ხალხთან?”, – ამის შესახებ “გირჩის წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა
მან აქციის ორგანიზატორების სამოქმედო გეგმა შეაფასა.
“ეთერებში სხდებოდნენ და ამბობდნენ, გეგმა რა არის, მერე გეტყვითო, დეკლარაციას წავიკითხავთო… რაც გაჟღერებული იყო, ის ხომ დაცინვა იყო ამომრჩევლის?.. ხალხს დასცინოდნენ და მაინც გავიდა [აქციაზე]. კარგი, 100 და 200 ათასი არ გასულა. ერთადერთი, ოდნავ ადეკვატური ფოტოა “თავისუფლების მოედნის”. 10 ათასი დავწერე [რაოდენობად], რომ არ მეწყენინებინა, თორემ 10 ათასიც არ არის. არა, რუსთაველზე კიდევ იყო ხალხიო… კარგი, ერთი 2 ათასი მიაწერე… იყოს 12 ათასი… თუ ძალიან ოპტიმისტი ხარ, დაუშვი, რომ ვიღაც წავიდა და მოვიდა იყო 14 ათასი… გამოდიხარ ტრიბუნიდან, ხედავ, რომ თავისუფლების მოედანი ვერც კი აავსე, ცარიელია – მესამედია… ბოდიში ხომ უნდა მოიხადო ხალხთან?”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.