რიმა ბერაძე: 2026 წლის ბიუჯეტში აქცენტი გაკეთებულია ქვეყნის უსაფრთხოებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, იმ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის არის მნიშვნელოვანი
„2026 წლის ბიუჯეტში აქცენტი გაკეთებულია ქვეყნის უსაფრთხოებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, იმ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის არის მეტად მნიშვნელოვანი,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა განპირობებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით.
„2026 წლის ბიუჯეტი წარმოდგენილია ნაერთი ბიუჯეტის სახით, რომელიც შეადგენს 35.5 მლრდ ლარს. ეს სამი მილიარდით უფრო მეტია, ვიდრე 2025 წლის ბიუჯეტი. ეკონომიკური ზრდა განპირობებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით. აქცენტი გაკეთებულია ქვეყნის უსაფრთხოებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, იმ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის არის მეტად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ბერაძემ.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანო დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს.