ირაკლი კირცხალია ოპოზიციური პარტიების მიერ დამხობის გეგმისგან დისტანცირებაზე: ვერ გაემიჯნება ვერავინ – მათ სრულიად გააზრებულად, მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში

,,ვერ გაემიჯნება ვერავინ, იმიტომ რომ მათ სრულიად გააზრებულად, გაცნობიერებულად მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციური პარტიების მიერ 4 ოქტომბრის დამხობის სცენართან დაკავშირებით დისტანცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ 4 ოქტომბერს და წინა პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს და დაანონსებულ რევოლუციას დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება ჰქვია.

„ამას ჰქვია წინასწარ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარში, დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვნახეთ ერთი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელიც გაემიჯნა წინასწარ ამ პროცესებს თუ არ ვცდები გახარიას განაყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“. დანარჩენი, ვინც ბოლო დღეების მანძილზე, ამ წინა პერიოდში, ღიად, პირდაპირ ეთერში უბრალოდ მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს. იმიტომ რომ უბრალოდ საზოგადოებას აყენებენ შეურაცხყოფას და ჰგონიათ, რომ ერთდღიანი, ორ დღიანი და რამდენიმე საათიანი მეხსიერება აქვს ქართულ საზოგადოებას. ვერ გაემიჯნება ვერავინ, იმიტომ რომ მათ სრულიად გააზრებულად, გაცნობიერებულად მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში. ეს არის რეალობა და ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ნებისმიერი კანონდამრღვევი და ნებისმიერი კანონდარღვევას მიეცემოდა ძალიან მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები