პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაში
,,ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა თვითმმართველობის არჩევნების დროს და მის შემდეგ.
„მიმიწვიეს, ჩემს კოლეგა ელჩებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა არჩევნების დროს და მის შემდეგ. ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება. ჩემი მხრიდან, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.