“ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ძალიან ადვილად გაიშიფრა ის ბნელი გეგმა, რომელიც კოლექტიურ ნაცმოძრაობას ჰქონდა. შედეგიც აქედან გამომდინარე დადგა. შესაბამისმა სტრუქტურებმა კარგად, პროფესიონალურად იმუშავეს. მახემ, რომელიც საზოგადოებისთვის, ოპოზიციურად განწყობილი ნაწილისათვის იყო დაგებული, არ იმუშავა იმ მასშტაბით, როგორც ჰქონდათ დაგეგმილი და შედეგიც აქედან გამომდინარე დადგა. რასაკვირველია, ადამიანებს ვინც გადაწყვიტა, რომ თბილისი, საქართველო უნდა დაინგრეს, საკადრისი პასუხი უნდა გასცეს კანონმა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ, მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.