ირაკლი ქადაგიშვილი: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის ყველა მიმართულებით მზარდი

“2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის ყველა მიმართულებით მზარდი,”- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“ეს არის ყველაზე პოზიტიური ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სოციალური პოლიტიკის საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, ინფრასტრუქტურის განვითარებას. ანუ, ეს არის განვითარების ბიუჯეტი, რომელიც ორიენტირებულია აგრეთვე შესაბამისი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების უზრუნველყოფაზე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და საპარლამენტო ჯგუფებში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტისა და მასალების განხილვა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები