თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელის შემოტანა სცადეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ “თბილისის აეროპორტში” შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, მობილური ტელეფონების დეკლარირების გარეშე შემოტანისთვის საქართველოს მოქალაქე თ.ჰ.-ს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
მათივე ინფორმაციით, “თბილისის აეროპორტში” შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მისი ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 5 ცალი Iphone 4, 2 ცალი Iphone 4S, 1 ცალი Samsung galaxy s4 აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3495,84 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3495,84 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები