“გორში შემავალ 95-ვე საოლქო-საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს” – ლევან ისაკაძე
“გორის ოლქში შემავალ 95-ვე საოლქო-საარჩევნო კომისიაზე კენჭისყრის პროცესი
მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”, – ამის შესახებ გორის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ისაკაძე აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ამომრჩევლები საკმაოდ კარგად არიან ადაპტირებულები ელექტრონულ ტექნოლოგიებთან.
“საუბნო-საარჩევნო კომისიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. აქტივობა საკმაოდ მაღალია”, – ამბობს ისაკაძე.