“ოზურგეთის 46-ვე საუბნო-საარჩევნო კომისიაზე კენჭისყრის პროცესი საარჩევნო პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს” – ბერდია ლომიძე
“ოზურგეთის 46-ვე საუბნო-საარჩევნო კომისიაზე კენჭისყრის პროცესი საარჩევნო პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბერდია ლომიძე აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, გადასატანი ყუთები დროულად გავიდა საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან.
“უბნებზე ამომრჩეველთა ნაკადი საკმაოდ აქტიურია.
ჩემი ინფორმაციით, ამ დრომდე მოქალაქეები, ისევე – როგორც შარშან, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე, მარტივად იყენებენ საარჩევნო ტექნოლოგიებს”, – ამბობს ლომიძე