ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა.
როგორც მან განაცხადა, მხარი დაუჭირა პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველო“ რადგან, მისი რწმენით, ამ პოლიტიკურ ძალას შესწევს უნარი, ქვეყანა და მისი მუნიციპალიტეტები მშვიდობიანად განავითაროს.
„დარწმუნებული ვარ დღეს ბორჯომში და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, როგორც მერობის ასევე საკრებულოს არჩევნებში. წინასწარ მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის.“-განაცხადა მამუკა გელაშვილმა.