საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშილმა საკუთარი არჩევანი ქ. ბოლნისის N2 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
მან ხაზი არჩევნების მნიშვნელობას და ამომრჩევლის აქტიურობას გაუსვა.
„რა თქმა უნდა, ხმა მივეცი მშვიდობასა და ბოლნისის განვითარებას.
დღევანდელი არჩევნები დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, არამედ საკუთარი მომავლის მიმართ პასუხისმგებლობის აღებაა“, – აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.