“ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს საარჩევნო ოლქში დააფიქსირა.
“არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება – ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, ხმა მივეცი ამ განვითარების გაგრძელებას და თბილისის კიდევ უფრო გალამაზებას. ხმა მივეცი თბილისელების პრობლემების კიდევ უფრო სწრაფ ტემპში მოგვარებას,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.