ირაკლი კობახიძე – დღეს ვნახავთ, რომ დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე დღეს მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას” და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები, 100-ჯერ და 200-ჯერ ნაკლები ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე – როცა ჩვენი რეიტინგია 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე
დღეს ვნახავთ, რომ დაახლოებით, მილიონი ჩვენი თანამოქალაქე დღეს მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას” და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები, 100-ჯერ და 200-ჯერ ნაკლები ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე განუცხადა, სადაც არჩევანი გააკეთა.
პრემიერის თქმით, როცა მმართველი პარტიის რეიტინგია 65%, ჭკვიანმა ადამიანმა არ უნდა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე.
„თქვენ ძალიან კარგად ნახავთ, როგორ ჩაივლის პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული დამხობის აქცია. გავიმეორებ ჩემს გაფრთხილებას – ვინმეს არ წაუცდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი ამ კანონზე. თუ ჩაივლის მშვიდობიანად, ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას, ამაზე პასუხს მიიღებენ. სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ოპოზიცია ძალიან სუსტად იქნება წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მათ წარმატებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. დღეს ვნახავთ, რომ დაახლოებით, მილიონი ჩვენი თანამოქალაქე დღეს მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას” და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები, 100-ჯერ და 200-ჯერ ნაკლები ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე. როცა ჩვენი რეიტინგია 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე. ჩვენ გვაქვს სანდო კვლევები და ეს კვლევები უჩვენებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგია 65%, 65%-იანი რეიტინგის პირობებში არც უნდა იფიქრო დამხობაზე, თუმცა, მათ არ აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების სივრცე. რასაც გარედან ავალებენ, იმას აკეთებენ. ეუბნებიან, შეასკდი კედელს თავით და ასკდებიან კედელს თავით, ეს არის რასაც ვხედავთ და რასაც ვიხილავთ დღეს საღამოს”, – განაცხადა პრემიერმა.