გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენი ხმა არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, მომავალი კი მშვიდობისა და ერთიანობისკენ გზას ნიშნავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მან ხმა საქართველოს ღირსეული მომავლის, სტაბილური განვითარების და ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების სასარგებლოდ მისცა.

„მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ ხმა მივეცი საქართველოს ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, განვითარებასა და მშვიდობას. ეს არის არჩევანი არა მხოლოდ პოლიტიკურ გუნდზე, ეს არის იმ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას, მივლენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირებენ იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ერთიანობამდე.

ჩვენი ხმა არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, მომავალი კი მშვიდობისა და ერთიანობისკენ გზას ნიშნავს”, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები