პაატა სალია: დღეს მე არჩევნებში მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მივეცი საქართველოსა და მისი დედაქალაქის განვითარებას
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში, 56-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
პაატა სალია ამომრჩევლებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
„დღეს მე არჩევნებში მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მივეცი საქართველოსა და მისი დედაქალაქის განვითარებას და წინსვლას. ხმა მივეცი მშვიდობას, რაც ამ განვითარების და წინსვლის უმთავრესი წინაპირობაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველა მოქალაქე, რომელსაც აქვს საარჩევნო უფლება, აუცილებლად მივა საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირებს თავის პოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს მშვიდობიანი განვითარება, ასევე ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა სალიამ.