„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ქალაქ ბოლნისში, ადგილობრივებთან შეხვედრისას, მერობის კანდიდატმა მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ.

„თითოეულ ოჯახთან გულწრფელი საუბარი მქონდა, მოვისმინე მათი საჭიროებები, დამოკიდებულებები და მოსაზრებები. ასეთ შეხვედრებში ყველაზე კარგად იგრძნობა ადამიანების რეალური განცდები და სურვილები. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გრძნობდნენ, რამდენად ღირებულია მათი ხმა და აზრი. სწორედ ამ დიალოგებში იბადება ის საერთო მიზნები, რომლებიც ჩვენს ქალაქს წინ წაიყვანს“, – აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები