სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას

,,ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ დგას საკითხი ასე, რამდენად დაინახავენ ჩვენი უცხოელი მტრებიც და მეგობრებიც, რომ მხარდაჭერა აქვს მშვიდობის შენარჩუნების კურსს. რამდენად აქვს მხარდაჭერა სუვერენიტეტის შენარჩუნების კურსს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური მობილიზება მოხდეს ყველა იმ ადამიანის ვისთვისაც საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის მნიშვნელოვანი. მშვიდობის შენარჩუნება და თავისი შვილების მომავალი არის მნიშვნელოვანი”,- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველი იყოს მაქსიმალურად მობილიზებული.

„თვითმმართველობის არჩევნებზე ყოველთვის ნაკლები ადამიანი მოდის ხოლმე თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, „ხალხის ძალასაც“ ამაში ვგულისხმობ ბუნებრივია, იქნება ძალიან აქტიური და ყველას აქვს გასიგრძეგანებული, რომ კიდევ ერთხელ დგას ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი და ყველანი მოვლენ არჩევნებზე. თუ ოპოზიცია არ მოვა თავის თავს დააბრალონ. ველოდები, რომ ოპოზიციის მხრიდან აქტიურობა იქნება ნაკლები. იმიტომ, რომ ის ძალებიც, რომლები მონაწილეობენ არჩევნებში, პირველ რიგში გახარიას და „ლელოს“ ვგულისხმობ, მათმა ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ არაფრის შანსი არ აქვთ, შეგუებული არიან წაგებას და ამიტომ მოტივაცია არის ნაკლები. ვინც ბოიკოტის რეჟიმშია არიან იმათზე რაღა უნდა ვთქვათ. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები