ირაკლი ზარქუა: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა მოგვცა იმ სწორმა პოლიტიკამ, რასაც მთავრობა ატარებს ბოლო წლებია
„ყველა სამინისტროს მიმართულებით გვაქვს ზრდა, მათ შორის პენსიონერებისთვის გვექნება ზრდა და სოც გასაცემების მიმართულებით, „- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა მოგვცა იმ სწორმა პოლიტიკამ, რასაც მთავრობა ატარებს ბოლო წლებია. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობა როცა გაქვს, მერე ეკონომიკური განვითარებაც გაქვს და შესაბამისად შემოსავლებით იზრდება ბიუჯეტი, რაც მერე აისახება ჩვენი მოქალაქეების თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.