ირაკლი კირცხალია: როდესაც შენ შაიშმელაშვილით ადგენ საინფორმაციო ბადეს და შაიშმელაშვილის რაღაც გეგმებით, უაზრო ზღაპრებით და სიზმრებით ცდილობ, რომ რაღაც პოლიტიკური ამინდი შექმნა, ეს უბრალოდ ტრაგიკომედიური ჟანრია
,,ასეთი მდაბიო ფეიკები კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი მედიების ჩვეულებრივ ხელწერაა”,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გდდ-ს ე.წ. სამოქმედო გეგმის მოპოვებასთან დაკავშირებით.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, როდესაც ირაკლი შაიშმელაშვილის მსგავსი ფიგურით ცდილობენ მედიები და ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური დასაყრდენის შექმნას ტრაგიკომედიაა.
„ეს არც ჩვენ და არც საზოგადოებას არ უკვირს მათი ამ ფეიკებით ზოგადად ფუნქციონირება, ეს მათი სახეა. მაგრამ იქაც არსებობს რაღაც ფსკერი და უკვე ჩვენ რაც ვიხილეთ ეს ძველი გეგმა შაიშმელაშვილის, ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე, როდესაც შაიშმელაშვილზე და მსგავს ფიგურებზე, ან პერსონაზე შენ საინფორმაციო ბადეს აგებ, ან რაიმე ტიპის პოლიტიკურ დასაყრდენს ეძებ და რაღაც ნიუსის შექმნა გინდა სასაცილოა, რეალურად მდაბიო ფეიკია და დარწმუნებული ვარ ყურადღებით იქნებიან ამ ფეიკების კეთებაში. ფეიკიც არის კარგი და არის უხარისხო ფეიკი. ჩვენ ვნახეთ უხარისხო ფეიკი, რაღაც ძველი გეგმა პოსტშიც დავწერე გუშინ, რომელიც ალბათ წარადგინა შაიშმელაშვილმა და კარგი პასუხითაც გამოაბრუნეს სადაც მუშაობდა იქედან. როდესაც შენ შაიშმელაშვილით ადგენ საინფორმაციო ბადეს და შაიშმელაშვილის რაღაც გეგმებით უაზრო ზღაპრებით და სიზმრებით ცდილობ, რომ რაღაც პოლიტიკური ამინდი შექმნა ეს უბრალოდ ტრაგიკომედიური ჟანრია“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.