ირაკლი კირცხალია: არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბანგკოკში ახსენდებათ, რომ თურმე, USAID-ს აქ ჰყოლია საპენსიო ბენეფიციარები და ასობით ათას ლარს ურიცხავენ – პირდაპირ იკვეთება სპეცსამსახურების ხელი და ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი
“რამდენად გჯერათ, საქართველოს მოქალაქე როდესაც ხედავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ახსენდებათ ბანგკოკში, რომ თურმე, USAID –ს აქ ჰყოლია საპენსიო ბენეფიციარები და ასობით ათას ლარს ურიცხავენ, “ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 29 სექტემბერს საქართველოში USAID-ის მისიის ოფისის ყოფილ თანამშრომლებს საპენსიო თანხა ბანგკოკიდან ჩაერიცხათ.
მისი თქმით, სასაცილოსთან ერთად, შეურაცხმყოფელია ამგვარი სქემა, ვინაიდან, დიდი ანალიტიკა არ სჭირდება იმას, რომ აღნიშნულ ქმედებაში სპეცსამსახურების ხელი ურევია და იკვეთება ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობის სურვილი.
„სასაცილოა და ყველაფერს როდესაც გაიაზრებ ეს სქემაა ზოგადად შეურაცხმყოფელი, როცა ასე ასაღებენ ამ ყველაფერს და ამ ფორმას უძებნიან. დიდი ანალიტიკა არ სჭირდება იმას, რომ აქ პირდაპირ იკვეთება სპეცსამსახურების ხელი და ის სურვილი, რომელიც არსად გამქრალა ან გაქარწყლებულა – იმ სცენარის შესრულების, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს აქ თანხა იმ კონკრეტულ დანაყოფებზე, რომლებსაც შემდეგ დავალებული აქვთ, უზრუნველყონ ქვეყანაში არეულობა და სახელმწიფო გადატრიალება. კარგად ვნახეთ, როგორ გამოუვიდათ და შევხედავთ, როგორ გამოუვათ კიდევ ერთი მცდელობა, ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანისა.
უბრალოდ ღიმილისმომგვრელია, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბანგკოკში ახსენდებათ, რომ აქ თურმე USAID-ს ჰყავს საპენსიო ბენეფიციარები და ასიათასობით ლარი უნდა ჩარიცხონ.“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.