“ვინმე თუ გადაწყვეტს, რომ დაანონსებული დანაშაულები სისრულეში მოიყვანოს, მათ მიმართ გატარებული იქნება კანონის შესაბამისი ზომები” – გორდულაძე

“ძალადობის ნებისმიერი მცდელობა განწირული იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მან ოპოზიციას მოუწოდა, დანაშაულის ჩადენაზე ხელი აიღოს.

“ვინმე თუ გადაწყვეტს, რომ დაანონსებული დანაშაულები სისრულეში მოიყვანოს, მათ მიმართ გატარებული იქნება კანონის შესაბამისი ზომები. არავისზე ნაკლები ქვეყანა არ გვაქვს, კანონის დაცვა მოხდება. სამწუხაროდ, შავი ფულის გამოყენებით მართული არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, არეულობა კარგად დააორგანიზონ. ამ ადამიანების განცხადებებში ვხედავთ, რომ ასეთი დავალება მიიღეს. მათმა პატრონებმა იციან, რომ როცა ხალხი და ხელისუფლება ერთად დგას, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა – ძალადობაა. სამწუხაროდ, ისევ ამის მცდელობას ვხედავთ. ძალადობის ნებისმიერი მცდელობა განწირული იქნება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები