ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერით ფიქრობენ, რომ საქართველოში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს; ეს კატასტროფაა და ამაზე ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა
„არანაირი რიტორიკა, უცხოეთიდან არანაირი მხარდამჭერი განცხადებები, „ფეისბუქში“ ტირილი და ყვირილი არ უშველით”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ოპოზიციის წარმომადგენლები დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერით ფიქრობენ, რომ საქართველოში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს.
“დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერით ფიქრობენ, რომ საქართველოში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ეს კატასტროფაა და ამაზე ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა – მორალურიც, პოლიტიკურიც და სისხლის სამართლებრივიც – ორჯერ ორი ოთხია. მანიფესტაციის ჩატარება თუ უნდათ, ატარონ რამდენიც უნდათ. ეს ის ფენომენია, რასაც ამერიკამ შიდა ტერორიზმი უწოდა. მიმართულია დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაზეც შესაბამისი პასუხი იქნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.