შალვა პაპუაშვილი: ჩვენ უზრუნველვყავით 13-წლიანი მშვიდობა – ეს არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 13 წლის წინ არჩევნებისას საქართველოს მოსახლეობას დაჰპირდა

,,რა მოაქვს მშვიდობას ამას ვხედავთ ეკონომიკურ ზრდაში, ვხედავთ ქვეყნის განვითარებაში, ყველა საერთაშორისო შეფასებაში, რომლის მიხედვითაც საქართველო არის მოწინავე იმ ეკონომიკური განვითარების ტემპებით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას აქვს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ” მშვიდობა უზრუნველყო.

„ჩვენ უზრუნველვყავით 13-წლიანი მშვიდობა. ეს არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა 13 წლის წინ არჩევნებისას საქართველოს მოსახლეობას და ეს არის ის, რისი შესრულებაც გვაძლევს შედეგებს ჩვენი ქვეყნის განვითარების მხრივ. ნახეთ, ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი მიმართულებით რა მიღწევები აქვს საქართველოს. ბიუჯეტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი შეუდგება არჩევნების შემდეგ, არის კიდევ ერთი ასახვა ქვეყნის სწორი მიმართულებისა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები