შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს ვინც კი მიმართა, ყველა დამარცხდა საქართველოსთან

,,სტრასბურგის სასამართლოს ვინც კი მიმართა, ყველა დამარცხდა საქართველოსთან. მათ შორის ეს ხალხი მიხეილ სააკაშვილს რომ ესარჩლებოდნენ ის პირებიც”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გახსოვთ თქვენ ევროკავშირის ელჩები, რომლებიც ცრუ ნარატივის დემარშით მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გაყვანას ქვეყნის გარეთ და რეალურად მის გათავისუფლებას. რამდენიმე კვირაში დამარცხდნენ საქართველოსთან. ამხილა სტრასბურგმა ეს ელჩები ცრუ ნარატივით ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას.

გვარამიას საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, „რუსთავი 2“-ის საქმე. ვინც საქართველოს სახელმწიფოს დაეჯახა საერთაშორისო სასამართლოში, ყველა დამარცხდა, მათ შორის არბიტრაჟებში. იმ ხალხის მხრიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეძახის პოლიტპატიმარს, ეს არის მათი რეპუტაციის დაზიანება უპირველეს ყოვლისა. ეს ხალხი უკვე ბევრჯერ დამარცხდა საქართველოსთან საერთაშორისო სასამართლოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები