შალვა პაპუაშვილი: „ენჯეოებმა“ თავადვე აღიარეს, რომ ეს ორგანიზაციები არიან დემოკრატიის მტრები და მათი მიზანი არის არჩევნებზე ქართველი ხალხისთვის საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა

„არასამთავრობო ორგანიზაციებს, მილიონერებს, უთქვამთ, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო. ეს არის მშვენიერი მტკიცებულება, თუ რაში იხარჯებოდა ფული სინამდვილეში. მათმა დამოკიდებულებამ დემოკრატიული პროცესებისა და არჩევნების მიმართ, აჩვენა რომ ისინი არიან ჯგუფები, რომელთა ამოცანაც არის ძალაუფლების მოპოვება. ამ შემთხვევაში მათი დანიშნულება იყო მათი დამფინანსებლებისთვის საქართველოში ძალაუფლების ბერკეტის მიცემა,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო აქციაში, ჰქონდათ ღონისძიებები – გამოდით არჩევნებზე, წელს კი ამბობენ, რომ ეს ყველას პირადი საქმეა.

„გახსოვთ, რომ 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო აქციაში, ჰქონდათ ღონისძიებები – გამოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, მე მივდივარ არჩევნებზე და ა.შ. მილიონებით უცხოური ფული დაიხარჯა ამ ყველაფერში. წელს კი ამბობენ, რომ ეს ყველას პირადი საქმეა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სინამდვილეში ამ ორგანიზაციების სახით, უცხოური დაფინანსებით გვყავს არა დემოკრატიის მხარდაჭერები და გამძლიერებლები, არამედ გვყავს ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მიზანი არის სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვება და მათი გაზიარება დამფინანსებლებისთვის და უცხო ძალებისთვის. ასე რომ, ეს არის მომენტი, როდესაც თავადვე აღიარეს, რომ ეს ორგანიზაციები არიან დემოკრატიის მტრები და მათი მიზანი არის, მათ შორის, ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისთვის საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები