შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: შაიშმელაშვილი, რომელიც სამხრეების ქვეშ იყო, გარბის ქვეყნიდან და გარედან ცდილობს ქვეყანაში 90-იანი წლების დატრიალებას და ძალადობის წაქეზებას, ეს არის ქვეყნის ღალატის უმაღლესი ხარისხი

„საერთო ჯამში აჩვენებს მათ განწირულ მდგომარეობას. ვნახე მეც და სასაცილოა, იმასაც კი არ დააკვირდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის შემოსასვლელი ჭიშკრები სხვანაირად გამოიყურება, მათ შორის, დამატებითი გამაგრებაც აქვს, სწორედ იმიტომ, რომ შიდა ტერორისტები გვყავს, რომლებიც გარედან იკვებებიან,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც სამშობლოს ღალატობს ადამიანი სამხრეების ქვეშ, ძალიან კარგია, რომ იქ არის, სადაც არის იმიტომ, რომ ის ამ საზოგადოების ნაწილი ვეღარასოდეს გახდება.

„ამან გაყიდა საბოლოო ჯამში, რომ ეს არის შაიშმელაშვილის მიერ მიწოდებული რაღაც ფურცლები. რაც შეეხება ბატონ შაიშმელაშვილს, როდესაც ადამიანი, რომელიც სამხრეების ქვეშ იყო, გარბის ქვეყნიდან და გარედან ცდილობს ქვეყანაში 90-იანი წლების დატრიალებას და ძალადობის წაქეზებას, ეს არის ქვეყნის ღალატის უმაღლესი ხარისხი. როდესაც სამოქალაქო პირი სჩადის ღალატს, ეს ერთია, მაგრამ როდესაც სამშობლოს ღალატობს ადამიანი სამხრეების ქვეშ, ძალიან კარგია, რომ იქ არის, სადაც არის იმიტომ, რომ ის ამ საზოგადოების ნაწილი ვეღარასოდეს გახდება. როდესაც სამხრეების ქვეშ მყოფი ადამიანი, რომელმაც რაღაც პერიოდი გაატარა სამხრეებით და ფორმაში, საკუთარ ქვეყანაში ცდილობს, რომ დაატრიალოს 90-იანი წლების უბედურება და ტყვია გავარდეს, ასეთ ადამიანს არაფერი ესაქმება ქართულ საზოგადოებაში იყოს ის იქ, სადაც არის და ვინც მას ეთერს აძლევს, მათ მორალურ პოზიციასაც კარგად აჩვენებს და მათ შორის, ვინც მას იფარებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ თემას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიაც გამოეხმაურა. მან ფოტოც გამოაქვეყნა და განმარტა, რომ პარლამენტის გვერდითა შესასვლელს დამატებითი ჩამკეტი და რკინის კარი ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაუკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები