შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“, როგორც ლიბერალ-ფაშისტური იდეოლოგიის ქართული ოფისი, ჯერ კიდევ დასამარცხებელია

„13 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ქართველმა ხალხმა დაამარცხა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერ ქართულს ებრძოდა და ყველაფერი ქართული სძულდა, დაამარცხა მარიონეტული რეჟიმი, რომელიც სხვების გეოპოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის საქართველოს პაიკად სწირავდა,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ეს მოხდა 13 წლის წინ, იმიტომ რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ თავისი მტკიცე ნებით აღდგომოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დამყარებულ დიქტატურას. 13 წლის წინ „ნაცობა“, როგორც ხელისუფლება, დამარცხდა, თუმცა „ნაცობა“, როგორც ლიბერალ-ფაშისტური იდეოლოგიის ქართული ოფისი, ჯერ კიდევ დასამარცხებელია. მხედავთ თუ როგორ მოქმედებს ეს ლიბერალ-ფაშისტური იდეოლოგია. ეს არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ვხედავთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე იდეოლოგიის მატარებლები როგორ თესავენ სიძულვილს და რა რთულია მათი დამარცხება აშშ-შიც. ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს სხვათა დროშების ფრიალს, საკუთარი ქვეყნის სხვაგან დასმენას, სიძულვილის თესვას. ეს იდეოლოგია ჯერ კიდევ დასამარცხებელია, მათ შორის 4 ოქტომბერს ქართველ ხალხს ექნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ თავისი მყარი პასუხი გასცეს „ნაცობას“, როგორც იდეოლოგიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები