“კანონდარღვევასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე ვინმეს ხელი თუ წაუცდება, სახელმწიფო მკაცრად უპასუხებს” – თენგიზ შარმანაშვილი

“რადიკალური ჯგუფების მიერ 4 ოქტომბერს მშვიდობიანი აქცია არ იგეგმება, დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან, „მშვიდობიანი დამხობა“ კი მოიგონეს, მაგრამ ძალადობრივი აქციისთვის ემზადებიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ჯგუფებმა აიღეს.

“რაც ყველაზე სამწუხაროა, პასუხისმგებლობა ევრობიუროკრატიამაც აიღო. მათი სპიკერი გამოვიდა და თქვა, რომ ისინი 4 ოქტომბრის აქციას მიესალმებიან. ერთ-ერთი მთავარი რადიკალის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც რევოლუციას და გადატრიალებას აანონსებდა. მას მიუთითეს, რომ ეს პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს ყველა იმ დესტრუქციულ ქმედებაზე, რისი განხორციელებაც სურთ. ვინმეს კანონდარღვევასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე ხელი თუ წაუცდება, სახელმწიფო მკაცრად უპასუხებს. მათი მხრიდან მშვიდობიანი აქცია არ იგეგმება, დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან. „მშვიდობიანი დამხობა“ კი მოიგონეს, მაგრამ ძალადობრივი აქციისთვის ემზადებიან. სახელმწიფო არავის ემუქრება, აფრთხილებს, რა შეიძლება, მათ არაკანონიერ ქმედებებს მოჰყვეს. სჯობს, ეს გაითვალისწინონ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები