“4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე” – ნინო წილოსანი

“4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მათი დასასრული დაწყებულია.

„მათი ბოლო დღეები იქნება ამ არჩევნების დღიდან მოყოლებული, რადგან ამ ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუცია არ აპატიებს ანტიკონსტიტუციურ და დანაშაულებრივ მოქმედებებს. 4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის და ქართული ოცნების გამარჯვების დღე და ამავდროულად იქნება ამ რადიკალების დასრულების დღე. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ვერ ყალიბდება და ვერ კოორდინირდებიან ერთმანეთთან, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ დაწყებული არის მათი დასასრული“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები