„ეს არის მოსახლეობის მხრიდან იმ ძალისხმევის დადასტურება, რასაც ხელისუფლება ეწევა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში, თითოეული ოჯახისთვის, სოფლისთვის, ქალაქისთვის კეთილდღეობის, მეტი სიკეთის შექმნის საქმეში,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს შედეგები ასევე ძალიან მკაფიო გზავნილია ჩვენი რადიკალური ოპოზიციისადმი, რომლებიც დღენიადაგ არ იშურებენ ძალისხმევას, რომ ყოველდღიურად დაჰპირდნენ ახალ კრიზისის, რევოლუციას და ე.წ.დამხობას“, – აღნიშნა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.