ირაკლი ქადაგიშვილი – „გორბის“ კვლევაზე: ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური პროცესის ასახვა, რა პოლიტიკური პროცესიც განხორციელდა და განვითარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

„ქართული ოცნება“ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას განვითარებას, მოქალაქეთა ძირეულ ინტერესებს, რაც აისახა ამ კვლევაშიც“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „გორბის“ კვლევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური პროცესის ასახვა, რა პოლიტიკური პროცესიც განხორციელდა და განვითარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციამ, უარყო ამომრჩევლის ხმები, მიცემული მანდატები შეაყარა ხალხს და გადავიდა სრულ დესტრუქციაზე. მეორე მხარესაა ქართული ოცნება, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას განვითარებას, მოქალაქეთა ძირეულ ინტერესებს, რაც აისახა ამ კვლევაში და არა მხოლოდ ამ კვლევაში“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები