GORBI: კითხვაზე: ადგილობრივი არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას ქუთაისში, შედეგები ასე გადანაწილდა – „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 60,5 %, „გახარია საქართველოსთვის“ – 16,1%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან ქუთაისში, შედეგები ასე გადანაწილდა:

  • „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხული მოქალაქეების 60,5%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 16,1%-იანი მხარდაჭერა აქვს;
  • „გირჩს“ ნდობას უცხადებს 9,4 %;
  • „ძლიერ საქართველოს“ მხარს უჭერს – 9,6%;
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მოიპოვა 2,7%-იანი მხარდაჭერა;
  • სხვა პარტიებმა კი ჯამურად მიიღეს 2,2 პროცენტი.

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები