GORBI: კითხვაზე, ადგილობრივი არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან, საქართველოს მასშტაბით, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 66,4%, „ძლიერი საქართველო ლელოს“ – 10,3%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან საქართველოს მასშტაბით, შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხული მოქალაქეების – 66,4 პროცენტი;
- „ძლიერი საქართველო ლელოს“ – 10,3 პროცენტი;
- „გირჩს“ – 9,3 პროცენტი;
- „გახარია საქართველოსთვის“ 8,7 პროცენტი;
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ აქვს მოქალაქეთა 2,2 პროცენტიანი მხარდაჭერა;
- ყველა სხვა პარტიას კი ჯამურად 3,1 პროცენტი.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.