„ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა კიდევ უფრო განვითარდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები“

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა კიდევ უფრო განვითარდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატომ და საქართველომ, – ამის შესახებ ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა და ამერიკის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გენერალი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობის საფუძველზე შესაძლებელია პრობლემებთან გამკლავება. მან იმ შეთავაზების შესახებაც ისაუბრა, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო.
“შეთავაზების პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თავდაცვითი შესაძლებობების გაუმჯობესების კუთხით მუშაობა, რაც კონკრეტულად მოიცავს თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვან რეფორმებსა და განვითარებას. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა კიდევ უფრო განვითარდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატომ და საქართველომ. აქედან გამომდინარე, ერთობლივი ძალებით ჩაერთონ სხვადასხვა მისიებში. დღესდღეობით პრობლემები გლობალურია, ამ პრობლემებზე რეაგირება გლობალური უნდა იყოს. თანამშრომლობის საფუძველზე, დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია პრობლემებთან გამკლავება. პარტნიორობა და ერთობლივი მუშაობა არის ნატოს მთავარი ლაიტმოტივი”, – განაცხადა ბრიდლავმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები