“ბაჩო ახალაიას ფაქტორის წამოწევით ნულოვან მხარდაჭერას კიდევ უფრო აუარესებენ, რადგან ეს ადამიანი ძალმომრეობის სიმბოლოა” – მათიკაშვილი

“ბაჩო ახალაიას ფაქტორის წამოწევით ნულოვან მხარდაჭერას კიდევ უფრო აუარესებენ, რადგან ეს ადამიანი ძალმომრეობის სიმბოლოა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბაჩო ახალაიამ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი ერთხელ უკვე მოიხადა.

“მან კარგად იცის კანონის შინაარსი, რაც მის დარღვევას მოჰყვება. ამ მოღალატე, ანტიქართულ ძალებს მუდმივად მცდელობა აქვთ, ქვეყანა დააზიანონ. ერთია, რომ ისინი საუბრობენ და ამას შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ მეორეა, რომ ვინმე თუ გადაწყვეტს და სამშობლოს წინააღმდეგ ხელს აწევს, ამ დანაშაულისთვის ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

ბაჩო ახალაიას ფაქტორის წამოწევით ნულოვან მხარდაჭერას კიდევ უფრო აუარესებენ, რადგან ეს ადამიანი ძალმომრეობის სიმბოლოა. ის ისეთი ძალის სახეა, როცა კანონი არავის აინტერესებდა და ადგილი ადამიანების ცემას, გაუპატიურებას და ქონების წართმევას ჰქონდა. ეს ძალები თუ ფიქრობენ, რომ ახალაიას ფიგურას გამოიყენებენ და რაიმე შედეგს მიაღწევენ, ცდებიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები