,,რეალობა იქნება ის, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩაივლის მშვიდობიანად, ცივილურად. რადიკალები მაქსიმალურად შეეცდებიან სწორედ ამ მშვიდობიანი პროცესის ჩაშლას. სახელმწიფო თითოეულ შემთხვევაში იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, 4 ოქტომბერს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არავის მიეცემა საშუალება, რომ საარჩევნო პროცესი ჩაშალოს.
„რეალობა იქნება ის, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩაივლის მშვიდობიანად, ცივილურად. მოსახლეობას ექნება საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაკომპლექტდება მოსახლეობის სურვილების და მოლოდინების შესაბამისად. მოლოდინი რა თქმა უნდა არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება სწორედ ამ ცივილური და მშვიდობიანი პროცესის ჩაშლას. პირდაპირ აქვთ გაცხადებული, რომ მათი მიზანი არ არის არჩევნები, ეს არის არჩევნების ჩაშლა. ეს მცდელობები რა თქმა უნდა იქნება მაგრამ აქაც მაქსიმალურად მკაფიო გვინდა ვიყოთ ყველასადმი, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონფრონტაციული ნაბიჯებისგან იმიტომ, რომ სახელმწიფო თითოეულ შემთხვევაში იქნება მკაცრი მაგრამ ამავე დროს სამართლიანი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.