გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: არჩევნების ნაცვლად საზოგადოებას რევოლუციას სთავაზობენ, იმიტომ რომ უმცირესობაში არიან

,,ამ ხალხს არანაირი იმედი აღარ აქვს უკვე მხარდამჭერების, ამიტომ არიან აღტყინებული რევოლუციებით, ძალადობრივი აქციებით”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ სჭირდება ოპოზიციას ძალადობრივი აქციები, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოდის.

„შევხედოთ რას სთავაზობენ ქართულ საზოგადოებას: არჩევნების ნაცვლად რევოლუციას, იმიტომ რომ უმცირესობაში არიან; ტრადიციების ნაცვლად ლგბტ პროპაგანდას, იმიტომ რომ მათმა უფროსებმა ასე უბრძანეს და მშვიდობის ნაცვლად ომს, იმიტომ რომ ასევე უცხოურმა ძალამ მიუთითა, რომ მოგიყვანთ ხელისუფლებაში თუკი მეორე ფრონტს გახსნითო. ეს არის მათი სლოგანი და ეს არის მათი სტრატეგიული გეგმა და ამ გეგმას არჩევნებით რომ ვერ აღწევენ, უნდათ უკანონოდ ხელისუფლების შეცვლა. ამისთვის სჭირდებათ ძალადობრივი აქციები“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები