“პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა, 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებას როგორ მოახერხებენ და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს” – მათიკაშვილი
“პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა, 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებას როგორ მოახერხებენ და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბურჭულაძე კანონს თუ დაარღვევს, მას ადეკვატური პასუხი გაეცემა.
„იქნებ გვიმღეროს, როგორ აპირებს ამ ყველაფერს. ეს არის ძალა, რომელსაც ნდობის სოლიდური მასშტაბები არ აქვს და მხოლოდ თავისი ტყავის გადასარჩენად არიან. ხაზარაძე-ჯაფარიძეს და გახარიას ვგულისხმობ. აგენტურული პოლიტიკური შემადგენლობის მქონე ბურჭულაძე, 4 ოქტომბერს, არჩევნების გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას როგორ აპირებს, მოგვიყვეს. თუ არ შეუძლია, რომ სიტყვებით გადმოგვცეს, გვიმღეროს. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონს თუ დაარღვევს, მას ადეკვატური პასუხი გაეცემა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.